მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მოიზიდონ სტარტაპერებმა ინვესტორები? - Globalize-ის გეგმები

BM.GE
08.11.22 12:08
251
ქართული სტარტაპ ეკოსისტემის და ქართველი ექსპორტიორების მორიგ შესაძლებლობაზე საუბრით ვხსნით, საქმიანი დილის ამ ბლოკს. Globalize მორიგ კონფერენციას უკვე ლონდონში მართავს. სან ფრანცისკოსა და პარიზის კონფერენციების წარმატებით დასრულების შემდეგ, ქართველი სტარტაპერები და ექსპორტიორები ბრიტანეთის დედაქალაქში შეიკრიბებიან. კონფერენციაზე საქართველოდან ჩასულ სტარტაპერებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე შეხვდნენ, ბრიტანეთში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, ინვესტორებს, ადგილობრივ ტექ ქომუნითის, სავაჭრო ორგანიზაციებს და სხვა საჭირო პარტნიორებს, რაც ქართულ კომპანიებს მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებაში დაეხმარება და მომავალში მათ ევროპის ბაზარზე გაფართოებას შეუწყობს ხელს. გლობალაიზის ლონდონის კონფერენციაზე 35-მდე სპიკერი წარდგება, რომელიც დაგროვილ გამოცდილებას გაუზიარებს ქართველ ანტრეპრენერებს, რაც მათ ბრიტანეთის ბაზარზე ადაპტაციას გაუადვილებს.

სტუმრები: სალომე კუკავა - Globalize-ის დამფუძნებელი;
რატი ანჯაფარიძე - USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, ბიზნესის განვითარების სერვისების ლიდი;