მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მუშაობს ონლაინ სათამაშო ბიზნესი?

BM.GE
10.12.21 12:38
705
“თქვენ ვინ გეკითხებათ ჩემს ფულს რაში დავხარჯავ?!” “18 წლისას ომში მიშვებენ და 25 წლამდე ჩემი ფულის განკარგვის უფლებას არ მაძლევენ” “გააუქმეთ, თუ საქართველოს გადარჩენა გსურთ. Გააუქმეთ.” “ძალიან კარგია!!! მარიხუანის ლეგალიზაციაც მოსპეთ,ნუ გააუბედურებთ ახალგაზრდებს....” ყველა ეს კომენტარი ერთ ინიციატივას ეხება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა და ის პირველ ეტაპზე ონლაინ-კაზინოებისთვის რეგულირების გამკაცრებას, გადასახადების ზრდას, რეკლამების შეზღუდვას, მეორე ეტაპზე კი თამაშების საერთოდ აკრძალვას ეხება. შეფასებები და მოსაზრებები ბევრია... სხვადასხვა, რომ ჩამოუყვეთ და ყველა წაიკითხოთ დიდი ალბათობით კარგ განწყობაზე ვერ დარჩებით, თუ წაკითხვამდე გქონდათ ასეთი... დღეს საქმიანი დილის ეთერში კერძო სექტორის წარმომადგენლებს მოვუსმენთ, რომლებთანაც კომუნიკაცია მთავრობას არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო ბიზნესის ქართულ ბაზარზე გლობალური მოთამაშეები საქმიანობენ, მათი განხორციელებული ინვესტიცია კი 2 მილიარ ლარზე მეტია. მნიშვნელოვანია, რომ გაცხადებული ცვლილებები უდიდეს უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკის არაერთ სექტორზე. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ სპორტი, მედია, ტელეკომუნიკაცია, ფინანსური და აიტი სექტორი. ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესებასთან ერთად გაიზრდება უმუშევართა რაოდენობა როგორც სათამაშო ბიზნესის სფეროში, ისე მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებში. საუბარია ათასობით დასაქმებულსა და ათეულობით ათას მათზე დამოკიდებულ ადამიანზე.

სტუმარი: გიგული ნიჟარაძე - "ევროპაბეთის" ფინანსური დირექტორი