მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ოპერირებს საბანკო სექტორი?

BM.GE
28.09.22 10:18
278
ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის პირველი სექტემბრისათვის 41.76 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 3 მლრდ ლარით, ანუ 7.74%-ით მეტია პირველი აგვისტოსათვის არსებულ მაჩვენებელზე. აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ვადიანი დეპოზიტები 4.99%-ით არის გაზრდილი ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტების შემთხვევაში ზრდა 9.58% შეადგინა. 

ეროვნული ბანკის ინფორმაციითვე, პირველი სექტემბრისთვის ლარიზაციის კოეფიციენტი 41.91 პროცენტი შეადგინა რაც იმას ნიშნავს, რომ თვის დასაწყისთან შედარებით, ლარიზაცია 1.18 პ.პ-ით შემცირდა. აგვისტოს შედეგები და სექტემბის ტენდენციები საბანკო სფეროდან. 

სტუმარი: ალექსანდრე ძნელაძე - "საქართველოს საბანკო ასოციაციის" პრეზიდენტი;