მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა ჩატარდეს საკლუბო შეკრება პანდემიის პირობებში?

BM.GE
07.10.21 13:41
466
6 ოქტომბრიდან კონცერტები, კულტურული და სპორტული ღონისძიებები კოვიდრეგულაციების შესაბამისად დასაშვები გახდა. მტავრობის დადგენილებით 2ჯერადად აცრილებმა და ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე მოქალაქეებმა მსგავსი ტიპის შეკრებაზე დასწრების უფლება მიიღეს.

სწორედ ამ შესაძლებლობიდან გამომდინარე, პირველი საპილოტე შეკრება ხიდის მენეჯმენტმა უკვე დანერგა. მათთვისაც ვისაც კლუბში ყოფნა მოენატრა, ხიდი 20 თვიანი დახურვის შემდეგ 8 ოქტომბერს პირველ უსაფრთხო შეკრებას გეგმავს.

გლობალურმა გამოცდილებამ, მაღალკვალიფიციურმა კვლევებმა და მრავალათასიანი საპილოტე ღონისძიებების შედეგებმა აჩვენა, რომ ღია და დახურული ღონისძიებების ჩატარებას აუდიტორიის წინასწარი ტესტირების გზით ნულამდე დაჰყავს ინფიცირებისა და პანდემიის გავრცელების რისკი. - ამბობენ ორგანიზატორები. რამდენად სანდოა მათი არგუმენტები და როგორია საცდელი შეკრების მიმართ მოლოდინები?

სტუმრები: სოფო ებრალიძე - კლუბი KHIDI-ს წარმომადგენელი;
დავით ლეჟავა - Act4Culture-ის წარმომადგენელი.