მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა ჩავანაცვლოთ ავარიული შენობები? - დაპირებები VS შესაძლებლობები

BM.GE
21.10.21 12:39
1152
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ 4 წელიწადში 10 000-მდე შენობა-ნაგებობის განახლება შეუძლებელია, თუმცა ეს პროგრამა, რომელიც მისი თქმით მზად არის შემდგომ ხელისუფლებასაც დარჩება. მერიაში პროგრამის დეტალებზე არ საუბრობენ, როგოროც ბმ.გე-ს მერიაში განუმარტეს ზუსტი დეტალები წლის ბოლოს გახდება ცნობილი.

მერის თქმით, სრულ ხარჯს მერია აიღებს და მოქალაქეები ქირით გაყვანიდან საშუალოდ 2 წლიან ვადაში ახალ სახლებში დაბრუნდებიან. ვიცე-მერმა გასულ კვირას ასევე განაცხადა რომ ეს არ იქნება დეველოპერების პროგრამა და მერია საბჭოთა ავარიულ შენობა-ნაგებობებს, ქართული ახალი შენობა-ნაგებობებით ჩაანაცვლებს.

როგორ უნდა ჩავანაცვლოთ ავარიული შენობები?

სტუმარი: კობა ყალიჩავა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი