მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა დარეგულირდეს წამლების ფასი?

BM.GE
18.11.21 13:23
535
პრემიერის შემდეგ წამლის ფასს კიდევ ერთელ მიუბრუნდა ჯანდაცვის მინისტრი. წამლის ფასი წლებია უკვე დიდი ტვირთია ჩვენი მოსახლეობისთვის - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე და აანონსებს, რომ თემაზე სამინისტრო აქტიურ რეჟიმში იწყებს მუშაობას.

გეგმის განხორციელებისთვის სპეციალური სამუშაო ჯგუფიც შეიქმნა, რომლის მიზანი და ამოცანაც მედიკამენტების ფასის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივის შემიშავებაა. როგორ არის შესაძლბელი წამლის ფასის კონტროლი, რა როლი შეიძლება ჰქონდეს პროცესში სახელმწიფოს?

სტუმარი: ლევან ვეფხვაძე - "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია", აღმასრულებელი დირექტორი;