მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა შემცირდეს ინფლაცია?

BM.GE
10.12.21 12:32
647
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ლარი კიდევ უფრო გაძვირდა. გაიზრდება რეფინანსირებაზე მიბმული სესხის პროცენტი და გადაიხედება უკვე აღებული სესხების პროცენტიც რომლებიც ცვლად განაკვეთზეა მიბმული. 

ინფლაცია ამ თვიდან მოყოლებული მომავალი წლის პირველი კვარტალის განმავლობაში ასევე მზარდი იქნება - კომუნალური გადასახადების ბაზა ამ კუთხით ეკონომიკის პარამეტრებში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია და დადებით როლსაც ვერაფრით თამაშობს.

დღეს გვაქვს მაღალი საპროცენტო განაკვეთები და მაღალი ინფლაცია, აქედან გამომდინარე, ჯოხი ორივე ბოლოდან გვირტყამს -თქვა გუშინ ირაკლი კოვაზანაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტზე მსჯელობის პარალელურად მედიასთან.

სტუმარი: აკაკი ცომაია - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი;