მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა წახალისდეს განახლებადი ენერგეტიკა საქართველოში?

BM.GE
07.09.22 10:42
280
თბილისში კონფერენცია „მზის ფოტოელექტრული (PV) სისტემები საქართველოს ქალაქებისთვის“ გაიმართა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და „პოლონეთის განახლებადი ენერგიის ინსტიტუტის“ (IEO) ორგანიზებით გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) პროექტის „საქართველოს რეგიონებისა და თემების გადასვლა მდგრადი ენერგეტიკული მომავლისთვის“ ფარგლებში ჩატარდა. 

პროექტის მიზანია საქართველოს ხუთ ქალაქში მზის ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა და მზის ფოტოელექტრული (PV) სისტემების დანერგვა მუნიციპალურ ეკონომიკის დონეზე. 

ამავე კონფერენციაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის ჩვენს სტუმართან ერთად იყო ეკონომიკის მინისტრის მაოდგილე რომეო მიქაუტაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ქვეყნის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შედეგად, საქართველომ აიღო ვალდებულება ენერგეტიკის სექტორში ძირეული რეფორმების განსახორციელებლად, უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მეშვეობით, რაც ასევე გულისხმობს, სახელმწიფოს მასშტაბით განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის წახალისებას სხვა და სხვა სექტორებში. მისი თქმით, გამოიკვეთა მუნიციპალიტეტების ჩართულობის აუცილებლობა, რაც განისაზღვრა როგორც ევროკავშირის დირექტივებსა და რეგულაციებში , ასევე, საქართველოს ადგილობრივ კანონმდებლობაში.

სტუმარი: მაია მელიქიძე - სემეკ-ის წევრი;