მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი გეგმით განვითარდება აბასთუმანი?

BM.GE
23.01.20 11:23
892
აბასთუმანი, მისი ისტორიული კონტექსტისა და უნიკალური ბუნებრივ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ყოველთვის მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის რუკაზე. მისი პოტენციალი - გამხდარიყო ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, მკვეთრად იყო გამოხატული და ამის გათვალისწინებით, 2018 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა აბასთუმნის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება დაიწყო, კურორტის განვითარების პროექტზე კი კომპანიებმა: კოლიერს ინტერნეიშენალმა და გეოგრაფიკმა იმუშავეს. კომპანიების ერთწლიანმა მუშაობამ გამოავლინა ის მნიშვნელოვანი პარამეტრები, რომლებიც აბასთუმნით დაინტერესებულ ინვესტორებს უკეთეს წარმოდგენას შეუქმნის კურორტის პოტენციალის შესახებ.


სტუმრები: ნინო გვენცაძე - ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტრო, სივრცითი მიმართულების ხელმძღვანელი;
გიორგი გოცირიძე - "GeoGraphic", დამფუძნებელი და დირექტორი