მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო 2021 “ალდაგისთვის”?

BM.GE
21.12.21 13:03
455
მზად ხარ ნებისმიერი თავგადასავლისთვის, რომელიც წინ გელოდება - ამ მისიით დაიწყო კომპანია ალდაგმა წელი და ემოციურ შედეგებთან ერთად არც სტატისტიკას უჩივიან. 11 თვეში, ალდაგმა 17 ათასამდე ზარალი დაარეგულირა და მომხმარებლებს 50 მილიონამდე ლარი აუნაზღაურა, საიდანაც 4 მილიონი ლარი აგროდაზღვევის ფარგლებში მხოლოდ ფერმერებს აუნაზღაურდათ.

პოსტპანდემიური გამოწვევების მიუხედავად, ალდაგის წილი სხვადასხვა სეგმენტებში გაიზარდა. 2021 წლისთვის, ალდაგი მთლიანი სადაზღვევო ბაზრის 29% ფლობს, აგროდაზღვევაში მისი წილი 35%-ია, ავტოდაზღვევაში 27%, ხოლო ქონების დაზღვევაში 34%. ალდაგის პორტფელში 200,000 აქტიური პოლისია.

სტუმარი: გიორგი ბარათაშვილი - "ალდაგი", გენერალური დირექტორი