მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო 2022 “საირმესთვის” და რას გეგმავს კომპანია 2023-ში?

BM.GE
08.02.23 10:27
292
რუსულ ბაზარზე დამოკიდებული ბიზნესები - რეალობა რომელშიც კერძო სექტორი მოცემულობას წლიდან წლამდე უკეთესით იშვიათად ცვლის. 2022 წელს საქართველოს $19 მლრდ-იან სავაჭრო ბრუნვაში, ექსპორტს 29.3% ეკავა. ქვეყანამ საერთაშორისო ბაზარზე სხვადასხვა დასახელების საქონლის რეალიზებით 5 მილიარდ 592 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის ექსპორტს 31.8%-ით აღემატება. ექსპორტის ზრდის პირობებში, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალში, ერთ-ერთი მსხვილი პროდუქტის - მინერალური და მტკნარი წყლების რეალიზება 20.7%-ით შემცირდა. შედეგად, ქვეყანამ საზღვრებს გარეთ ამ საქონლის გაყიდვით 112 მილიონი 517 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო და ექსპორტზე 203 485 ტონა წყალი გაიტანა. 

ამავე შუალედში მინერალური და მტკნარი წყლების მთავარი საექსპორტო ბაზარი, წინა წლების მსგავსად რუსეთი იყო. უმსხვილესი საექსპორტო ბაზრებიდან მინერალური წყლების რეალიზება ყაზახეთში, უზბეკეთში, მცირედით ისრაელსა და გერმანიაში გაიზარდა. აზერბაიჯანის შემთხვევაში ექსპორტი შენარჩუნდა, რუსეთის, უკრაინის, ლიეტუვის, ბელარუსის და აშშ-ის მიმართულებით კი შემცირდა. 

სტუმარი: ლევან კასრაძე - “საირმეს” ექსპორტის დირექტორი;