მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო წვენის მწარმოებელი კომპანიებისთვის 2020 წელი?

BM.GE
25.06.21 10:27
260
ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 2020 წელს 2019-თან შედარებით 44%-ით გაიზარდა. კერძოდ 2020 წელს ექსპორტმა 10 429 70 დოლარი, ხოლო 2019 წელს 7 239 35 დოლარი შეადგინა.

2020 წელს ხილისა და ბოსტნეულის წვენების საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: გერმანია, ამერიკა, რუსეთი, ავსტრალია და იაპონია.

საექსპორტო მაჩვენებლების ზრდაც ადასტურებს იმას, რომ სხვა ბიზნესებთან შედარებით წვენის მწარმოებელი კომპანიებისთვის 2020 წელი არც ისე რთული აღმოჩნდა. თუმცა, ბიზნეს გეგმების გადაწყობა მათთანაც საჭირო გახდა. გასულ წელს არ უჩივიან, თუმცა მომავალი წლის მოლოდინი გაცილებით იმედიანი და შემოსავლების ზრდაზე ორიენტირებულია.