მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი უნდა იყოს ეკონომიკური პოლიტიკა Covid-19 პირობებში? - რომან კაკულია საქმის კურსში

BM.GE
06.04.20 18:35
899
„ამ ვითარებაში ძალიან რთული იქნება პროგნოზის გაკეთება, რადგან დამოკიდებულები ვართ გლობალურ ბაზარზე მიმდინარე ვითარებაზე და ასევე როდის მოერევა მსოფლიო ამ გამოწვევას, კორონავირუსს,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, გლობალური კრიზისის ზემოქმედება დაიწყო ტურიზმიდან და ტურიზმთან დაკავშირებული ინდუსტრიებით, მაგრამ, დღესდღეობით, უნდა ვისაუბროთ, მთლიანად რა ზარალს განიცდის ეკონომიკა. ნათია თურნავას თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ განეიტრალდეს ნეგატიური ზემოქმედება მოსახლეობასა და ბიზნესზე და რაც შეიძლება მოკლე და ეფექტური გახდეს ვირუსთან ბრძოლის პერიოდი. რა ფორმით, რა დოზით არის ჩართული ამ პროცესში საკანონმდებლო ორგანო, კონკრეტულად დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი?

სტუმარი: რომან კაკულია - პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე