23.ოქტომბერი .2020 18:17

როგორი უნდა იყოს საბანკო უსაფრთხოების სისტემა? - ანზორ მეხრიშვილი ანალიტიკაში

146
უკან

"საქართველოს ბანკი" მთელ ქსელში დაცვის სისტემას აძლიერებს. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წყარომ დაგვიდასტურა, თუმცა უფრო მეტი კონკრეტიკა, თუ რას გულისხმობს დაცვის სისტემის გაძლიერება, უცნობია.

როგორც ჩანს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ბანკის მენეჯმენტმა 21 ოქტომბერს ზუგდიდის ფილიალში განვითარებული მოვლენების შემდეგ გადაწყვიტა. ამ დღეს "საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეჭრილმა პირმა მძევლად 43 მოქალაქე აიყვანა და სანაცვლოდ, ნახევარი მილიონი დოლარი მოითხოვა. რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ყველა მძევალი გაათავისუფლეს, მაგრამ ბოროტმოქმედმა თან წაიღო ნახევარი მილიონი დოლარი და მას სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.

სტუმარი: ანზორ მეხრიშვილი - კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელი