მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია 2022-ის ბიუჯეტის პროექტი?

BM.GE
05.10.21 12:39
629
2022 წლის ბიუჯეტის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, მომდევნო წელს მთავრობა 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, რის შედეგადაც მშპ-ის ზომა ნომინალურ 64.7 მილიარდ ლარამდე უნდა გაიზარდოს.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯებს, ის 2021 წელთან შედარებით 1.05 მილიარდი ლარით, 18.5 მილიარდამდე მცირდება. ამ კლების ძირითადი მიზეზი პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების 850 მილიონი ლარით შემცირებაა.

უშუალოდ COVID-19-ის ვირუსის მართვისთვის ბიუჯეტში 500 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული, რაც წლევანდელთან შედარებით 310 მილიონით ნაკლებია. რა ჩანს არსებული ბიუჯეტის პროექტით, როგორი წელი უნდა იყოს 2022 ქვეყნისთვის? რა იკითხება მთავარი ფინანსური დოკუმენტიდან?

სტუმარი:მიხეილ კუკავა - PMCG-ის ეკონომისტი;