მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია მიწის ნაკვეთებსა და კერძო სახლებზე მოთხოვნა?

BM.GE
15.05.23 11:43
243
ხის კოტეჯებზე მოთხოვნა მზარდია. როგორც კომპანია „დიდოსტატში“ აცხადებენ, ხის სახლებს როგორც სააგარაკე, ისე ტურისტული მიზნებისთვის მაღალმთიან რეგიონებში აქტიურად აშენებენ. გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას, კომპანიის დამფუძნებელმა თინათინ სამყურაშვილმა განაცხადა, რომ ფასები 2021-2022 წლის პირველ ნახევარში 700-დან 1 200 ლარამდე გაიზარდა, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში ბაზარზე მდგომარეობა დასტაბილურდა. 

როგორია მიწის ნაკვეთებსა და ზოგადად კერძო სახლებზე მოთხოვნა საქართველოში - ამ თემაზე გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტის“ სტუმრები იყვნენ კომპანია „აშენეს“ დამფუძნებელი გიორგი სამხარაძე და ხის ჯოტეჯების მწარმოებელი კომპანია დიდოსტატის ხელმძღვანელი თინათინ სამყურაშვილი.

სტუმრები: გიორგი სამხარაძე - "აშენეს" დამფუძნებელი;
თინათინ სამყურაშვილი - „დიდოსტატი“ დამფუძნებელი.