მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია სააღდგომო შოპინგის შედეგები?

BM.GE
18.04.23 08:43
153
სააღდგომო შოპინგი საქართველოში ყოველწლიურად ვითარდება, თუმცა გაყიდვები ძირითადად საკვებ პროდუქციაზე, სააღდგომო დეკორაციებზე და სახლის აქსესუარებზე მოდის, ხოლო მაგალითად, როგორც BMG-იმ სხვადასხვა მაღაზიების წარმომადგენლებთან გაარკვია სამოსი ამ პერიოდში ნაკლებად მოთხოვნადია. BMG-სთან კომპანიებში აღნიშნავენ, რომ ზოგადად, 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2023 წლის იგივე პერიოდში მცირედი გაუმჯობესება გაყიდვებში შეინიშნება. თუმცა, ახალი წლის დღესასწაულის გარდა, სხვა დღესასწაულებზე გაყიდვები ნაკლებად მზარდია.