21.სექტემბერი .2020 10:17

როგორია საპროცენტო განაკვეთების დინამიკა? - ალექსანდრე ძნელაძე დეტალებით საქმიან დილაში

უკან

საპროცენტო განაკვეთები ლარში და უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე ინარჩუნებენ 8% განსხვავების დიაპაზონს ჯამურ საკრედიტო პორთფელებთან მიმართებაში. ლარში საერთო ვითარებაში მაღალი საპროცენტო განაკვეთები ნარჩუნდება. საკრედიტო პორთფელში საშუალო პროცენტი 2018 წელთან შედარებით 1,61%-ით არის შემცირებული თუმცა მაინც 15%-იან ნიშნულზე მაღლა იმყოფება. ლარში გაცემულ საკრედიტო ჯგუფებისგან განსხვავებით ვალუტაში გაცემული სესხები სარკისებურად საწინააღმდეგო სურათს იძლევა.

სტუმარი: ალექსანდრე ძნელაძე - საქართველოს საბანკო ასოციაცია, პრეზიდენტი