მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყნებშია სავალდებული კარანტინი ტურისტებისთვის?

BM.GE
07.07.20 11:34
967
ჩარტერული რეისებით საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები 14-დღიან სავალდებულო კარანტინში მოხვდებიან. კარანტინის წესებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არ შეუცვლია. კი ბატონო, ეს გავიგეთ, მაგრამ ჯერ კვლავ უცნობია რა ხდება ტურისტების შემთხვევაში, თუკი გავხსენით საზღვრები 1 აგვისტოს. რა ტიპის გაიდლაინებსა და პროტოკოლს შეიმუშავებს საქართველოს ადამინისტრაცია და რას ვთავაზობთ ჩამოსულ ვიზიტორებს. მოხვდებიან თუ არა კარანტინში მოგზაურები და საერთოდ, როდის იქნება ეს ინფორმაცია კერძო სექტორისთვის ხელმისაწვდომი, დადასტურებული და სახელმძღვანელო, რათა თავის მხრივ დაიწყონ პარტნიორებთან ურთიერთობა. ამაზე პასუხი საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არ აქვს, არც ვადები და არც შესაბამისი ინსტრუქციებია გაწერილი. განსხვავებით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნისგან, სადაც რთულად მაგრამ მკვიდრებდა ახალი ტურისტული კოვიდ წესები. როგორი გამოიყურება პოსტკორონავირუსულ პერიოდში მოგზაურობა და რომელ ქვეყნებში შენარჩუნდა 14 დღიანი კარანტინი?