მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ სექტორშია ყველაზე მეტი ვაკანსია?

BM.GE
20.07.22 10:54
482
2022 წლის ივნისის თვესთან შედარებით საქართველოში სხვადასხვა პოზიციაზე გამოქვეყნებლი ვაკანსიების რაოდენობა სტაბილურია, გასულ წლებში თუ ივლისი პასიურობით გამოირჩეოდა, წელს ვაკანსიების რიცხვის კლებას აგვისტოს დასაწყისში ელოდებიან. 

რაც შეეხება სექტორებს, სადაც ყველაზე მეტი ვაკანსიაა, hr.geის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ჩამონათვალი ასე გამოიყურება: გაყიდვები -23%, ჰორეკა -16%, ფინანსები და ბუღალტერია -11%, სამედიცინო სფერო - 9%, IT ტექნოლოგიები -7% 

hr.ge-ის ინფორმაციით, დღიურად ვაკანსიების რაოდენობა, საშუალოდ 300-ს შეადგენს, რაც შეეხება საიტზე სამსახურის მაძიებელთა რეგისტრაციის მაჩვენებელს - 70-დან 100-მდე მერყეობს. ეს მაშინ, როდესაც წინა თვეებში, დღიურად 100-დან 150-მდე რეზიუმე იდებოდა. 

სტუმარი: ინგა შახბაზიანი - HR.GE-ის რეგიონული მენეჯერი;