მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნები ხსნიან საზღვარს ზაფხულში?

BM.GE
02.06.20 08:30
1230
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მთელს მსოფლიოში მოქალაქეებს საერთაშორისო მოგზაურობისგან თავის შეკავებას მოუწოდებენ, თავად ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნიან და შეზღუდვებსა და რეგულაციებს არბილებენ. ასევე შეიქმნა ახალი ტერმინი “სამოგზაურო ბუშტი”, რომელიც გულისხმობს მსგავსი რისკის ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნას, ეს გადაწყვეტილება მიიღო ბალტიის ქვეყნებმა - ლიტვა, ლატვიამ და ესტონეთმა და ერთმანეთს საზღვრები გაუხსნეს. ამ დროს კარიბის კუნძულები ივნისში ყველასთვის აღებს კარს, ასევე უახლოესი კვირების განმავლობაში გაიხსნება მექსიკა, ტაილანდი.