მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელმა კომპანიებმა შეამცირეს თანამშრომლები?

BM.GE
15.07.20 09:03
474
აშშ-ის შრომის დეპარტამენტის მონაცემებით, მხოლოდ ივნისში 558,000 ადამიანი უმუშევრად დარჩა, რამაც უმუშევრების საერთო რაოდენობა 2.8 მილიონამდე გაზარდა. მიზეზი ის კრიზისული მდგომარეობაა, რომელშიც ბიზნესები ქვეყანაში კორნავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით აღმოჩნდნენ. უმუშევრობის მაჩვენებლების ზრდაზე საუბრობენ, მსოფლიოს მასშტაბით სხვა ქვეყნებიც. მაგალითად ევროკავშირში უმუშევრობის დონე ბოლო 8 თვის მაქსიმუმზეა, ხოლო არსებობს მოლოდინი, რომ 2020 მესამე კვარტალში უმუშევრობამ ევროზონაში შესაძლოა 10%-საც კი გადააჭარბოს. რა რაოდენობით მოუწიათ კომპანიებს დასაქმებულებმა შემცირება და ძირითადად რომელი კომპანიის თანამშრომლები დარჩნენ უმუშევრები?