მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი “მარცვლეულის შეთანხმებიდან” გავიდა - გავლენა საქართველოზე

BM.GE
31.10.22 12:46
295
რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას წყვეტს და უკრაინას სევასტოპოლის პორტში შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში ადანაშაულებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აღნიშნული ფლოტი მარცვლეულის საექსპორტო კორიდორს იცავდა, მომხდარის შემდეგ კი ისინი ე.წ. სტამბოლის შეთანხმებიდან გადიან. 


მომხდარს უკრაინული მხარე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოსკოვი ცრუობს რათა დაბლოკოს მარცვლეულის დერეფანი, რომელიც მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ე.წ. სტამბოლის შეთანხმება, რომელსაც ხელი მიმდინარე წლის ივლისში გაერომ, უკრაინამ, რუსეთმა და თურქეთმა მოაწერეს, უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის გათავისუფლებას ითვალისწინებდა. აღნიშნული პორტები ბლოკირებული იყო მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. შეთანხმება მსოფლიოში არსებული სასურსათო კრიზისის საპასუხოდ გაფორმდა, რადგან რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან. შეთანხმების შედეგად, ივლისიდან 9 მლნ ტონა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდა.

რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლა მსოფლიოში შიმშილს გააძლიერებს, - ასე ეხმაურებიან მოსკოვის გუშინდელ გადაწყვეტილებას დასავლელი ლიდერები და ისინი მოუწოდებენ რუსეთს შეცვალოს გადაწყვეტილება და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას დაუბრუნდეს.

თემაზე კომენტარი გააკეთა გაერო-ს გენერალურმა მდივანმაც, ანტონიო გუტერეში ხაზს უსვამს შეთანხმების განახლების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს მთელ მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოებას. რა იქნება რუსეთის გადაწყვეტილების გავლენა საქართველოზე?

სტუმარი: ქეთევან კუბლაშვილი - ფოთის მარცვლეულის ტერმინალის დირექტორი;