მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი საქართველოსთვის N1 საექსპორტო ბაზარია

BM.GE
21.10.19 18:25
749
საქსტატმა დღეს 2019 წლის 9 თვის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, მთლიანმა სავაჭრო ბრუნვამ $9.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.5%-ით მეტია. აქედან ექსპორტი $2.7 მილიარდი იყო, ხოლო იმპორტი კი $6.5 მილიარდი. ექსპორტმა ევროკავშირში $620 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 16.3%-ით მეტია. დსთ-ში კი ექსპორტი $1.43 მილიარდი დოლარი იყო, 23%-ით მეტი, 2018 წელთან შედარებით.