მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავში „ქართლი ტექსტილი“ გაიხსნა

BM.GE
29.12.20 08:52
1889
რუსთავში კომპანია „ქართლი ტექსტილს“ საწარმოს პრეზენტაცია გუშინ შედგა. ანონსის მიხედვით გაწერილი ვადები პანდემიის გათვალისწინებით ფაბრიკა კომპანიამ რამდენიმე თვით დააკორექტირა, თუმცა წინასწარი ინფორმაციით 4 ათას ადამიანს დაასაქმებს. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული და წლიურად 15 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს. კომპანია „ქართლი ტექსტილს“ სამკერვალო საწარმოს ასაშენებლად სახელმწიფომ მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცა. საწარმოს მშენებლობაში 20 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 10 მლნ ლარი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული სესხია.