13.აპრილი .2021 12:12

საავტორო უფლებათა ასოციაცია დაწესებულებებს მუსიკის ჩართვაში ჰონორარის გადახდას სთხოვს - თამარ შარაშენიძე ქალების ნარატივში

201
უკან

„არ არსებობს რეგულაცია, თუ რა სტანდარტების დაცვით უნდა გაიხსნას სილამაზის სალონი“ - სალონების ფედერაციის პრეზიდენტი თამარ შარაშენიძე „ქალების ნარატივში“

 

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია დაწესებულებებს მათ შორის სილამაზის სალონებს მუსიკის ჩართვაში ჰონორარის გადახდას სთხოვს; რატომ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი?

-ეს კითხვა მეც მაწუხებს, რადგან სხვა უფრო მნიშვნელოვანი და წინა პლანზე წამოსაწევი პრობლემები არსებობს სილამაზის სფეროში. არ არსებობს ელემენტარული რეგულაცია, როგორ და რა სტანდარტების დაცვით უნდა გაიხსნას სილამაზის სალონი. როცა გვინდა, რომ ვიყოთ ევროპის წევრი ქვეყანა, ხელი მოწერილია ასოცირების ხელშეკრულებაზე, მივილტვით იმისკენ, რომ ვიყოთ მოწესრიგებული ქვეყანა, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ეს რეგულაცია არ გვაქვს. ადამიანებს, რომლებსაც უნდათ თავიდანვე მოწესრიგებულად გახსნან ობიექტი, არ აქვთ მოცემული ის სტანდარტები, თუ რა გაითვალისწინონ.  რაც შეეხება მუსიკის ნაწილს, ამას კანონიერი საფუძველი აქვს. მუსიკის ჩართვის წესებს აქვს რეგულაცია. როგორც კი ეს საკითხი გაჟღერდა, გვქონდა კომუნიკაცია. ეს პანდემიამდე დაიწყო. ამის დარეგულირებაში ორი ასოციაციაა ჩართული. ჩვენ გავიარეთ საკითხთან დაკავშირებული კითხვები. მაგალითად -  თუ მე ჩემს ნაყიდ ტელევიზორში ვრთავ მუსიკას, ვრთავ Youtube-ზე, სადაც უფასოდ მოსმენა შესაძლებელია, რატომ უნდა გადავიხადო თანხა?პასუხიაიყო - მოუსმინე რასაც გინდა, თუ ის შენს ბიზნესინტერესებს არ ემსახურება.  ერთადერთი, შეგვიძლია გავაჟღეროთ უფასოდ, თუ ავტორი ან კომპოზიტორი 70 და მეტი წლის გარდაცვლილია. 

 

-როგორია გადასახადი?

-ეს დაკავშირებულია მოცულობაზე, ადამიანების რაოდენობა და ა.შ. თანხა მერყეობს 35 ლარიდან ზემოთ და შეიძლება 70-80 ლარამდეც ავიდეს. ეს არის ყოველდღიური გადასახადი. ეს რთულია, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა გაძვირდა პროდუქცია, მაგრამ ვერ ვაძვირებთ სერვისს, რადგან მიმართვიანობა ისედაც შემცირებულია. ასევე, გაზრდილია კომუნალური ხარჯები. ასევე გასათვალისწინებელია კანონი შრომის უსაფრთხოების ვალდებულების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ამას მივესალმებით და ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ხარჯებთან ესეც დაკავშირებულია. უამრავი ხარჯი გროვდება.  

 

-გამოსავალს სად ხედავთ; რა გეგმა გაქვთ?

-შეგვიძლია ვედავოთ მას, ვინც კანონი მიიღო, მაგრამ კანონის წინაშე უძლურები ვართ. გაჟღერდა სპეციალური შემოთავაზებაც, ვნახოთ რას მოიმოქმედებენ. იქნებ, საშეღავათო პერიოდი ან ფასდაკლებული ტარიფი მაინც შესთავაზონ ამაზე სალონებს.

 

-მომსახურების ფასების მხრივ, ახლა რა მდგომარეობაა სალონებში?

-პირველი „ლოქდაუნის“ შემდეგ, რეგულაციების დაცვისთვის, ბევრი რამის დამატება მოგვიწია, თუნდაც, დეზობარიერის. ამან მომსახურების ფასის დაახლოებით 10-15%-ით ზრდა გამოიწვია. თუმცა, ეს მაჩვენებელი ყველა ობიექტს არ ეხება. ახლა გადარჩენაზე ვზრუნავთ, თუმცა, რამდენადაც ვიცი, ამ ეტაპზე, ფასების ზრდა არ იგეგმება.

 

-მესამე „ლოქდაუნის“ მოლოდინთან დაკავშირებით რა დამოკიდებულება გაქვთ?

-გვაქვს კომუნიკაცია და ამაზე ზუსტ პასუხს ვერ ვიღებთ. აღვნიშნავ, რომ სალონები იცავენ რეგულაციებს ობიექტებზე. მეორე „ლოქდაუნისას“ არ დავკეტილვართ და არ გამიგია, სალონიდან ჩამოყალიბებული კლასტერი. მეორე მხრივ კი, იმიტომაც არ უნდა დავიკეტოთ, რომ ამ დროს, აქტიურდება სახლებზე ვიზიტი. ამ დროს წესებს არ იცავენ. აქ მხოლოდ კოვიდზე არაა საუბარი. აღსანიშნავია, ჰეპატიტების გავრცელების საფრთხეც. ეს ბიზნესსაც აზარალებს. უკვე შეინიშნება ამ მიმართულების წამოწევა, რადგან ის პირველი „ლოქდაუნის“ დროს გააქტიურდა. რამდენიმე ობიექტი გარკვეული გამოწვევების გამო დაიკეტა; ფედერაციამ ამ სალონებში დასაქმებულებს მივმართეთ, რომ მათ უმუშევრად არ დავტოვებდით, დავასაქმებდით, მაგრამ გამოვიდა ისე, რომ მათგან გამოხმაურება არ მიგვიღია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათ ბინებზე მომსახურება არჩიეს; ამ დროს კი წესების დაცვის საკითხი უკონტროლოა.

 





სტუმარი: თამარ შარაშენიძე - სალონების ფედერაციის პრეზიდენტი