მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო სექტორის მაისის თვის ანალიზი

BM.GE
28.06.21 12:51
400
ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი ივნისისთვის 35.41 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 208.42 მლნ ლარით, ანუ 0.59%-ით ნაკლებია პირველი მაისისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

მაისში, წინა თვესთან შედარებით, დეპოზიტები 48.25 მლნ ლარით შემცირდა, ანუ 0.29%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 160.16 მლნ ლარით, ანუ 0.85%-ით შემცირდა.

სებ-ის მონაცემებითვე, მაისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.02% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.64%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.47%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.95%, ხოლო ევროს წილმა 14.58% შეადგინა.

სტუმარი: ალექსანდრე ძნელაძე - "საქართველოს საბანკო ასოციაცია", პრეზიდენტი.