01.აგვისტო .2022 12:22

საჭიროა გონივრული რეგულაციები - რას ითხოვს პარაგლაიდინგის ასოციაცია?

122
უკან

მძიმე კვირის ბოლო იყო ქვეყანაში. გუდაურში 29 ივლისს პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი პილოტისა და ტურისტის გადარჩენის დროს სასაზღვრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა. საპასუხოდ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ პარაპლანით ფრენები პრობლემაა და რეგულაციების გამკაცრება, ან საერთოდ აკრძალვაზეა სამუშაო. 

უწყების ხელმძღვანელის პოზიციას - ამ სფეროში რადიკალური ზომების გატარების შესახებ არ ეთანხმება პარაგლაიდინგის ფედერაცია, სადაც აცხადებენ, რომ საჭიროა გონივრული რეგულაციების დაწესება და არა აკრძალვა. 

ფედერაციაში აცხადებენ, რომ ორივე მხარის მიზანი ეკონომიკის და ტურიზმის განვითარებაა, ექსტრემალური სპორტის სახეობები კი ამის შემადგენელი ნაწილია.

სტუმარი: ირაკლი კაპანაძე - პარაგლაიდინგის ასოციაციის ხელმძღვანელი;