13.ივლისი .2020 18:51

სადავო კანონპროექტი - რას უმზადებს კომუნიკაციების კომისია ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებს?

173
უკან

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვერსიაზე შეთანხმება მუღწეული ისევ არ არის. ბოლო დღეებია აქტიურად მიმდინარეობს პარლამენტში მხარეებს შორის შეხვედრები კანონპროეექტზე, რომელიც კომუნიკაციების კომისიას კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნისა და მისთვის საკმაოდ დიდი უფლებამოსილების გადაცემას ითვალისწინებს. კანონპროექტის პარლამენტში განხილვას გასულ პარასკევს საკმაოდ დიდი ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. მაგთიკომი, კავკასუს ონლაინი, სილქნეტი - ამ კომპამიების ხელმძღვანელმა პირებმა კანონოროექტი გააპროტესტეს და კომუნიკაციების კომისიას მისი შეცვლა ან უკან გაწვევა მოსთხოვეს. დღეს ჩანიშნული საკომიტეტო განხილვაც სწორედ იმიტომ გადაიდო, რომ მხარეები ისევ ვერ ჩამოყალიბდნენ.