მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადისტრიბუციო ავტომობილებისთვის პარკირების ადგილები გამოიყოფა - თბილისის მერია

BM.GE
30.11.22 18:54
273
დედაქალაქში 550-ზე მეტი სპეციალური ადგილი განისაზღვრა, რომელიც სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკინგს დაეთმობა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა. მისი თქმით, ინიციატივა სადისტრიბუციო ავტომანქანების გამო სხვა ავტომობილების გადაადგილების შეფერხების პრობლემას მოაგვარებს. რა სახის გამოწვევას აწყდებიან ამ მიმართულებით დისტრიბუტორები და მოაგვარებს თუ არა თბილისის მერიის ინიციატივა კერძო სექტორის პრობლემებს?