მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო: საგანგებო მდგომარეობის დროს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების მესამედი მმართველი პარტიის შემომწირველებმა მიიღეს

BM.GE
07.07.20 14:50
766
საგანგებო მდგომარეობის დროს გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების მესამედი მმართველი პარტიის შემომწირველებმა მიიღეს-ასეთია გამჭვირვალობა საქარველოს დასკვნა, რომლემაც (2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისამდე) განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები შეისწავლა. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფრომაციით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სულ 557 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 1,495 ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. შემდგარი ტენდერების ნახევარზე მეტში კი მხოლოდ ერთი მიმწოდებელი მონაწილეობდა. რა მთავარი მიგნებები გამოიკვეთა?