მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო პარტნიორების იგნორის ფასი

BM.GE
16.07.21 18:28
392
ფაქტია, ხელისუფლების მწვავე კრიტიკა ისმის საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან - იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები თუ ევროკავშირი. ამერიკის ელჩის განცხადებებისთვის თვალის დევნება ამ კუთხით განსაკუთრებით საინტერესოა - ადვილად დასანახია, როგორ მკაცრდება მისი ტონი, რადგან ფაქტია, ქართული ოცნება ამ დრომდე არც რიტორიკას ცვლის და არც ქცევას. არადა, დღეს კელი დეგნანმა ხელისუფლება პირდაპირ გააფრთხილა, რომ სანქციები მხოლოდ ერთი ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია. “აშშ-ის მთავრობის, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებული განცხადებები, ნაჩქარევად გაკეთებული არ არის. ეს არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ გამოგზავნილი შეშფოთების გამომხატველი გზავნილები, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას განხილული და არ უნდა იქნას უგულვებელყოფილი, როგორც ნაჩქარევად გაკეთებული განცხადებები” - ეს მოვისმინეთ დღეს ამერიკის ელჩისგან. ვინ როგორ აღიქვამს ამ გაფრთხილებებს და რა ფასი შეიძლება ჰქონდეს მათ უგულებელყოფას?