მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეფასება

BM.GE
19.05.20 12:18
1008
პანდემიის პირობებში დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების მიზნით, პარლამენტში განიხილება საგადასახადო კოდექსში ცვლილების საკითხი, რომელიც გულისხმობს გარკვეული კატეგორიის გადამხდელებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას ან გადასახადის გადახდის ვალდებულების გადავადებას. მათ შორისაა, საშემოსავლო გადასახადის შეღავათი 1500 ლარმადე ხელფასის მქონე დასაქმებულებისათის, ასევე 2020 წლის 1 მარტიდან 6 თვის განმავლობაში ქონების იჯარის/ლიზინგის მომსახურება დღგ-თი დაიბეგრება შესაბამისი მომსახურების საკომპენსაციო თანხის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში. საქართველოს ფინანსთა მინისტრს/შემოსავლების სამსახურის უფროსს უფლება აქვს ცალკეული გადასახადის გადამხდელებს არაუმეტეს 6 თვით გაუგრძელოს 2020 წელს გადასახდელი საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადახდის კანონით დადგენილი ვადა. ამ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს კანონით გათვალისწინებული საურავი არ დაერიცხება. რა რისკებს ხედავს, დემოკრატიის ინდექსი საქართველო აღნიშნულ ინიციატივებში?

სტუმარი: ეკატერინე ციმაკურიძე - დემოკრატიის ინდექსი-საქართველო, ხელმძღვანელი