08.ოქტომბერი .2020 14:35

საგადასახადო შეღავათები “საერთაშორისო კომპანიებისთვის”

147
უკან

სანაოსნო, ლოგისტიკური და სავაჭრო, ასევე IT კომპანიები, „საერთაშორისო კომპანიების“ სტატუსის მიღების შემთხვევაში, საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებისას განაცხადა. პრემიერის ინფორმაციითვე, ეს მიმართულებები მნიშვნელოვანია როგორც გლობალური ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე საქართველოსთვის. „ტრანსპორტი და ლოგისტიკა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია, ისევე, როგორც IT მიმართულებაში გვაქვს სერიოზული რესურსი, რომელიც ასამოქმედებელია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. რა შეღავათებზეა საუბარი? ვინ ისრაგებლებს და რამდენად ახალია აღნიშნული ინციატივა?