მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგანელიძე მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს სამ კონტინენტზე ეძებს

BM.GE
27.07.20 18:20
782
საპარტნიორო ფონდი რამდენიმე დღეში სასტუმრო "ბორჯომი-ლიკანს", გასხვისების მიზნით, აუქციონზე უკვე მეორედ გამოიტანს, თუმცა ფასი იმაზე ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე ეს გასულ წელს, პირველი აუქციონის გამოცხადების დროს იყო. როგორც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე აცხადებს, სამეთვალყურეო საბჭომ უკვე დაამტკიცა სასტუმროს ახალი საწყისი ფასი, რაც პირვანდელთან შედარებით 7 მლნ 600 ათასი ლარით ნაკლებია. “38 მილიონად იყო გამოტანილი და ახლა, უახლოეს დღეებში 30,4 მილიონად გამოვიტანთ. იმედია, გამოჩნდება კარგი ინვესტოირი, ვინც ამას შეიძენს", - აცხადებს საგანელიძე.