მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეო ვაჭრობა 2022: რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო “პარტნიორია”

BM.GE
20.01.23 15:32
203
2022 წელს საქართველოს ექსპორტზე 5,6 მილიარდი დოლარის საქონელი გაყიდა, რაც 31,8%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქსტატის ანგარიშის თანახმად, 32,8%-იანი ზრდაა იმპორტში - კერძოდ, შარშან ქვეყანამ 13,5 მილიარდი დოლარის საქონელი იყიდა. ჯამურად, 2022 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 19 მილიარდი დოლარი იყო.