მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჰაერო ხომალდების 6 ახალი სადგომი

BM.GE
02.10.19 10:21
673
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ხომალდების 6 ახალი სადგომი გაიხსნა, რომლის ტერიტორიაც 27 000 კვ.მ ფართობს მოიცავს. პროექტის ფარგლებში ასევე ახალი განათების სისტემებიც დამონტაჟდა. ახალი სადგომები C კოდის საჰაერო ხომალდებისთვის არის გათვლილი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ჯამში საჰაერო ხომალდების 63 სადგომი აქვს. ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტში ტავ ჯორჯიამ 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.