მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საინვესტიციო გარემო ენერგეტიკაში - ინვესტორების შენიშვნები

BM.GE
06.12.21 23:16
556
უკვე ერთი წელი და ხუთი თვეა, რაც საქართველოში განახლებადი ენერგიების მხარდაჭერი მექანიზმი მოქმედებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ინვესტორებს, რომელთაც ჰიდრო, ქარისა და მზის სადგურების მშენებლობა სურთ, პრემიალური ტარიფით სარგებლობა შეუძლიათ. ეს ნიშნავს, რომ ყოველ გაყიდულ ერთ კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე ეს კომპანიები სახელმწიფოსგან მაქსიმუმ ერთ-ნახევარი ცენტის დანამატს იღებენ, თუმცა არაუმეტეს ხუთ-ნახევარი ცენტის ფარგლებში.