მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჯარო უწყებების მობილური მომსახურება – 3 წელი ტენდერის გარეშე

BM.GE
17.01.22 13:10
439
სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც წესით ყოველ წელს ახლიდან უნდა ცხადდებოდეს, მაგრამ საქართველოში მესამე წელია აღარ გამოცხადებულა. საუბარია საჯარო უწყებებში დასაქმებულებისთვის მობილური სერვისების მიწოდებაზე. ბოლოს აღნიშნული ტენდერი 2018 წელს გამოცხადდა და 3 გამარჯვებული გამოვლინდა - მაგთიკომი, სილქნეტი და ბილაინი. შედეგად, სახელმწიფო უწყებებს სამივე მსხვილი ოპერატორი ემსახურება, თუმცა, პირობებით, რომელიც მესამე წელია არავის გადაუხედავს. რისი ეჭვი აქვს კომუნიკაციების კომისიას და რის გამო ფერხდება ახალი ტენდერი? 

ასუბსიდირებენ თუ არა მსხვილი ოპერატორები საჯარო უწყებებისთვის ტარიფებს და ახდევინებენ თუ არა ამის გამო მოხმარებელს უფრო ძვირს? ვინ იგებს ამ პროცესში? 

სტუმარი: უჩა სეთური - “მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი;