მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკადრო გადაწყვეტილებები საპენსიო სააგენტოში

BM.GE
02.04.20 21:10
571
სიახლეებია საპენსიო სააგენტოში, რომლის შენატანების შეჩერების რეკომენდაციით რამდენიმე ოპოზიციური პარტია და ასევე, საკონსულტაციო კომპანია გამოდის. კერძოდ, როგორც ცნობილი გახდა, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრმა დავით წიკლაურმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. სიახლეა ისიც, რომ სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობაზე საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის საბროკერო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი გოგა მელიქიძე დაინიშნა.