მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საკრედიტო-საგარანტიო ფონდისთვის წელს გამოყოფილი 20 მილიონიდან თეთრიც არ არის ათვისებული" - ლევან კობერიძე საქმის კურსში

BM.GE
07.11.19 18:27
679
პირველი აპრილიდან სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, საკრედიტო–საგარანტიო სქემა მუშაობს, თუმცა ამ პროგრამის მიერ მხარდაჭერილი ბიზნესის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. საგარანტიო სქემის მიზანი კერძო სექტორის იმ წარმომადგენლების დახმარებაა, რომელთაც ბანკებიდან კრედიტის აღებაში გარანტიები სჭირდება. პროგრამის ფარგლებში, გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარში აღებულ სესხებზე. მეწარმეს 50 ათასიდან 2 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხის აღება, სახელმწიფოს გარანტიებით შეუძლია, რომლის ზუსტი სქემაც კანონშია გაწერილი. პროექტში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები უკვე ჩაერთნენ. საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელს 20 მილიონი ლარია გამოყოფილი, თუმცა როგორც ჩანს, თანხის გახარჯვა ვერ ხერხდება და სწორედ ეს საკითხი დეპუტატ ლევან კობერიძის კრიტიკის საგანი გახდა.


სტუმარი: ლევან კობერიძე - დეპუტატი