15.ნოემბერი .2019 11:40

Salt Bae შესაძლოა $1 მილიარდად გაიყიდოს

უკან

ინტერნეტში ალბათ ხშირად შეხვედრიხართ ვიდეოს, თუ როგორ ამზადებს სტეიკს ან უბრალოდ ხორცის კერძს უცნაური გარეგნობის მქონე ყასაბი და მთავარ ინგრედიენტს, მარილს ხელის განსაკუთრებული მოძრაობით აყრის. ამ სახალისო ვიდეოებმა მთელი მსოფლიო მოიარა და ძალიან სარფიან ბიზნესადაც იქცა. სარფიანიცაა და სარფიანიც, Bloomberg-ის მიხედვით, Salt Bae-ის სარესტორნო ქსელი შეიძლება 1 მილიარდ დოლარადაც კი გაიყიდოს.