მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამედიცინო სექტორი ისევ “ტიკარაძის რეგულაციებს” აპროტესტებს

BM.GE
25.06.20 00:48
742
სამედიცინო სექტორს რეგულაციების მორიგი ტალღა უახლოვდება. ჯანდაცვის სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონ-პროექტები უკვე პარლამენტშია. ეკატერინე ტიკარაძის უწყება მათი დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. ცვლილებების შეტანა კი რამდენიმე კანონში სურთ. განხილვები დღეს ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დაიწყო, მაგრამ საკითხებს კენჭი არ უყარეს.