მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამომხმარებლო ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნები დადგენილი არ არის

BM.GE
09.03.21 10:12
675
„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ პარლამენტში 1001 პირის მიერ ხელმოწერილი პეტიცია წარადგინა, რომელიც სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის მოთხოვნას ეხება. პეტიცია ბიუროს სხდომას უკვე წარედგინა და შემდგომ განსახილველად ჯანდაცვის კომიტეტს გადაეცა. პეტიციაში აღნიშულია, რომ საქართველოში სამომხმარებლო ნაწარმის აბსოლუტური უმრავლესობის უსაფრთხოების მოთხოვნები დადგენილი არ არის და სახელმწიფო კონტროლი არ მოქმედებს. საქმიანმა დილამ ამ საკითხზე ბიზნესების წარმოამდგენლების აზრიც მოისმინა და გაარკვია, რომ ისინი ყველა უსაფრთხო ნორმის დაცვისთვის საჭირო საკანონმდებლო ჩარჩოს შემოღებისთვის მზად არიან.