14.დეკემბერი .2021 14:13

სამშენებლო ნებართვის ასაღებად გამწვანება სავალდებულო ხდება

702
უკან

მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარდგენილ დოკუმენტებში გამწვანების პროექტის, როგორც თანამედროვე, გარემოსდაცვითი სტანდარტების მქონე დოკუმენტის არსებობა სავალდებულო გახდება. ამას ითვალისწინებს, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომელიც საკანონმდებლო ორგანოშია ინიცირებული. აღნიშნული ვალდებულება დღეს არსებული მდგომარეობით, მხოლოდ თბილისში დაგეგმილ პროექტებზე ვრცელდება, სიახლის დამტკიცების შემთხვევაში კი მოთხოვნები მთელ საქართველოს მოიცავს.