მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამუშაო შეხვედრა შრომის ინსპექციასთან - რაზე ესაუბრა ბიზნესი შრომის ინსპექციას?

BM.GE
05.06.23 10:48
149
გასული კვირის ბოლოს ბიზნესის წარმომადგენლებმა შრომის ინსპექციასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა საერთაშორისო მეწარმეობის ცენტრის “cipe”-ს მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიების გასამართად სამი ასოციაცია - რითეილ, მეწარმეთა და დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციები გაერთიანდნენ და სექტორულად დაკავშირებული ისეთი საკითხები განიხილეს, რომელიც ბოლო პერიოდში ამოქმედდა და გარკვეული კითხვები დაგროვდა.

შეხვედრას შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე ესწრებოდა, რომელმაც შრომის ინსპექციის საქმიანობა და მიზნები მიმოიხილა, ასევე გარკვეული რეკომენდაციებიც გასცა, საკითხები ეხებოდა როგორც შრომით სამართლებრივ, ასევე, შრომის უსაფრთხოების საკითხებს. სამუშაო შეხვედრას ბიზნესის 50-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

სტუმრები: სოფიო ქაშაკაშვილი - რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე;
ივა ჭყონია - საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი;
მარიამ ქუჩულორია - კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის „cipe”-ს მრჩეველი