მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების გავლენა რუსეთზე - რას შეცვლის ევროკავშირის დაანონსებული სანქციების მე-6 პაკეტი?

BM.GE
06.05.22 16:56
482
რუსული ფინანსური ინსტიტუტების SWIFT-დან გათიშვა, უცხოური ვალუტის რეზერვებზე წვდომის შეზღუდვა, სტრატეგიული საექსპორტო საქონლის აკრძალვები - PMC კვლევითმა ცენტრმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტიანობის შეფასება გამოაქვეყნა. პუბლიკაციაში, რუსული ცენტრალური ბანკისთვის უცხოური ვალუტის რეზერვებზე წვდომის შეზღუდვა და ანგარიშის გაყინვა მაღალი საერთო ეფექტიანობით შეფასდა. მკვლევარები მიიჩნევენ, რუსეთისთვის ეს სანქცია მოულოდნელი იყო, რადგან მათ 600 მილიარდზე მეტი დოლარის რეზერვის დაახლოებით ნახევარი გაეყინათ, რაც რეალურად რუსეთს იმის საშუალებას უზღუდავს, რომ ეკონომიკურ შოკებზე რეაგირება მოახდინოს. დაბალი ეფექტიანობით, შეფასდა ინდივიდუალური სანქციები, რომელიც ოლიგარქებზე და ასევე პუტინთან დაახლოებულ პირებზე დაწესდა. PMC კვლევითი ცენტრში თვლიან, რომ ის პირები, რომლებზეც ეს სანქციები ვრცელდება, ქონებას უფრო მიუკვლევად ადგილებში ინახავენ და გრძელვადიან პერსპექტივაში ქონება ნაწილობრივ მაინც უნარჩუნდებათ. გარდა ეკონომიკისთვის შექმნილი პრობლემებისა, ცივილიზებული სამყაროს მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, იყო მოლოდინები და პრინციპში ახლაც არის, რომ პოლიტიკურ რეჟიმს, ამ წნეხმა პრობლემები უნდა შეუქმნას და საბოლოოდ ავტორიტარული მმართველობის დასრულებას დააჩქაროს. როგორ მიმდინარეობს პროცესები?

სტუმარი: ნათია სესკურია - თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის მკვლევარი;