მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარლამენტო ცხოვრება საგანგებო მდგომარეობის პირობებში

BM.GE
26.04.20 16:35
920
ერთი თვე და ხუთი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით ცხოვრობს. ამ პერიოდში ეკონომიკური, თუ სოციალური ხასიათის შეზღუდვები თანდათან გამკაცრდა, საზოგადოების ინტერესი კი განსაკუთრებით მთავრობის ანტიკრიზისული გეგმისკენ იყო მიმართული, რომელიც მხოლოდ გასულ პარასკევს გაგვაცნეს, მანამდე კი პარლამენტმა ჯერ ისე დაამკიცა და შემდეგ უკვე გაახანგრძლივა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, რომ ოპოზიციური ფრაქციების მოთხოვნის მიუხედავად, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დეტალები არ გაამხილა. დეპუტატების აქტიურობა, თუ ინტერესი კი რამდენიმე ბიუროს და პლენარულ სხდომებზე გაკეთებული განცხადებით შემოიფარგლა. რა გააკეთა საკანონმდელო ორგანომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში და რისი მოლოდინები იყო აქ დასაქმებულთა მიმართ, ამის შესახებ Forbes კვირა გასული ერთი თვის საპარლამენტო ქრონიკებს გთავაზობთ.