მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო ფონდის მომგებიანობა შემცირდა - დაცულია თუ არა საპენსიო დანაზოგები?

BM.GE
29.06.22 19:08
579
საპენსიო ფონდი, სადაც 1,3 მილიონი ადამიანის საპენსიო დანაზოგი ინახება, მოკლევადიან პერიოდში შეიძლება წაგებაზე გავიდეს. მიზეზი ცხადია, რადგან ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაცია საპენსიო ფონდის რეალურ ამონაგებს ამცირებს და შესაძლოა ამ ამონაგებმა ინფლაციის მაჩვენებელს ვერც გადააჭარბოს. საპენსიო ფონდის შექმნიდან, ანუ 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის მაისამდე, ქვეყანაში ჯამურმა ინფლაციამ 34.28% შეადგინა, ხოლო ფონდის წმინდა ნომინალური ამონაგები 35.23% იყო. შესაბამისად, სისტემის რეალური ამონაგები ამ პერიოდში მხოლოდ 0.71% -ია. მაღალი ინფლაციის კიდევ ერთი თვის პირობებში ეს ამონაგები შეიძლება უარყოფითი გახდეს.

სტუმარი: გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი