მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო რეფორმა - 7 ბანკი, სადაც საპენსიო ფონდის 580 მლნ დევს

BM.GE
09.04.20 18:50
716
მიუხედავად რამდენიმე სოლიდური საკონსულტაციო კომპანიის რეკომენდაციისა მთავრობა საპენსიო შენატანების შეჩერებას ჯერ არ ჩქარობს. შესაბამისად, არც პარტია „ევროპული საქართველოს“ რეკომენდაციაა დღის წესრიგში, რომლის არსი არა მხოლოდ შენატანების განხორციელების დროებით შეწყვეტაა, არამედ რეფორმის გახსნაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ვისაც სურვილი აქვს, მიეცეს შესაძლებლობა საპენსიო ფონდში მის ანგარიშზე დაგროვილი თანხა უკან გაიტანოს, ხოლო ვისაც უნდა, დარჩეს სისტემაში. საპენსიო რეფორმას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე გრძელვადიანს, bm.ge მუდმივად უთმობს ყურადღებას, მათ შორის შექმნილ ვითარებაშიც, რადგან ვთვლით, რომ ძალიან გამჭვირვალე უნდა იყოს ყველა პროცესი, რომელიც საპენსიო სააგენტოს საქმიანობას, დანაზოგების ინვესტირებას და ზოგადად, რეფორმას შეეხება.